1.მწვავე დაავადების დროს
1. დაავადების ნიშნები მკაფიოდ არის გამოხატული
2. რემისიის პერიოდში შეიძლება არ აღინიშნებოდეს დაავადების ნიშნები
3. დაავადების ხანგრძლივობა - თვეები, წლები
2. ორგანიზმის რეაქტიულობა დამოკიდებულია
1. დაავადების გამომწვევი ფაქტორის თავისებურებაზე
2. გამომწვევი ფაქტორის პათოგენობაზე
3. ასაკზე
3. სანგვინიკი
1.ცოცხალი,მოძრავი
2. მშვიდი,ნელი,მდგრადი
3. დათრგუნული, გაუბედავი
4. ცხელების პირველ სტადიაში
1. სითბოს წარმოქმნა მცირდება
2. სითბო წარმოქმნა ძლიერდება
3. სითბოს გაცემა მცირდება
5. ავთვისებიან სიმსივნეს ახასიათებს
1. დისპლაზია
2. გლიკოლიზის ინჰიბირება
3.ექსპანსიური ზრდა
6. უჯრედის ჰიპერჰიდრატაციის მიზეზებია
1. Na+ მომატება უჯრედგარე სივრცეში
2. Na+ მომატება უჯრედში
3.გლუკოზის შემცირება უჯრედში
7. I ხარისხის დამწვრობის დროს აღინიშნება
1.კანის ნეკროზი და წყლულების განვითარება
2.კანის მწვავე ექსუდაციური ანთება
3.კანის სიწითლე და შეშუპება
8. ჰემური ჰიპოქსიის მიზეზებია
1.მიოკარდის ინფარქტი
2.მოწამვლა მეტჰემოგლობინის წარმოქმნელებით
3.სისხლძარღვის ემბოლია
9. ონკოზური ფაქტორი შეშუპების განვითარების ძირითადი პათოგენური რგოლია
1. გულის უკმარისობის დროს
2. ღვიძლის უკმარისობის დროს
3. სუნთქვის უკმარისობის დროს
10. ფაგოციტოზი ითრგუნება
1. ჰიპოთერმიის დროს
2. ჰიპერთერმიის დროს
3. არტერიული ჰიპერემიის
11. ანთების დროს ვითარდება
1. ლეიკოციტოზი
2. ბრადიკარდია
3. ციანოზი
12.ინფექციური პროცესების სტადიებია
1. პროდრომული
2. სენსიბილიზაციის სტადია
3. ინტოქსიკაციის სტადია
13. რეზისტენტობა არის
1. ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა
2. ორგანიზმის მდგრადობა პათოგენური ფაქტორების მიმართ
3. ორგანიზმის შეცვლილი რეაქცია
14. სიმსივნეებს ახასიათებს
1. ინფილტრაციის ატიპიზმი
2. მორფოლოგიური ატიპიზმი
3. ჰორმონების ატიპიზმი
15.ინფექციური პროცესის საწყის სტადიაზე
1. ჭარბობს კატაბოლური რეაქციები
2. ჭარბობს ანაბოლური რეაქციები
3. აღინიშნება კატაბოლურ და ანაბოლურ რეაქციების ფარდობითი ბალანსი
16. რეაქტიულობის სახეებია
1. ჯგუფური
2. მორფოლოგიური
3. ნეიროჰუმორული
17. ცირკულაციული ჰიპოქსიის დროს
1. ვითარდება მეტაბოლური აციდოზი
2. ვითარდება მეტაბოლური ალკალოზი
3. მომატებულია სისხლის ხაზოვანი სიჩქარე
18. სტაზის გამომწვევი მიზეზია
1. არტერიული ჰიპერემია
2. ვენური ჰიპერემია
3.ანემია
19. შიდსი
1. მემკვიდრეობითი იმუნოდეფიციტური მდგომარეობაა
2. ინფექციური შეძენილი იმუნოდეფიციტია
3. არაინფექციური შეძენილი იმუნოდეფიციტია
20.ალერგიის დროს აღინიშნება
1. შეშუპება
2. კანის იშემია
3. ვენური ჰიპერემია
{"name":"1.მწვავე დაავადების დროს", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1.მწვავე დაავადების დროს, 2. ორგანიზმის რეაქტიულობა დამოკიდებულია, 3. სანგვინიკი","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Make your own Survey
- it's free to start.