���ეორე შუალედური
1. ატროპინი ხელს უშლის ქოლინომიმეტური საშუალებების მოქმედებას სხვადასხვა სისტემაზე, გარდა:
���) კუჭნაწლავის ტრაქტზე
���) ნერვ-კუნთოვანი გადაცემაზე
���) გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებზე
���) სისხლძარღვებზე
2. ატროპინი გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის გაძლიერებული მოტორიკისა და სეკრეციის დასათრგუნად. Aამ შემთხვევაში მკურნალობის არასასურველ გვერდით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:
���) თვალშიდა წნევის მომატება
���) შარდის შეკავება
���) პირის სიმშრალე
���) მოუსვენრობა
���) ბრონქოსპაზმი
3. ანტიმუსკარინული საშუალების, ატროპინის, ჭარბი დოზით გამოყენებისას ადგილი აქვს ყველა ქვემოთჩამოთვლილი ეფექტს, გარდა:
���) მხედველობის გაორება
���) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთის მოდუნება
���) კუჭის სეკრეციის დათრგუნვა
���) გუგის შევიწროება
���) გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა
4. ჰექსამეთონიუმი იწვევს ქოლინომიმეტური საშუალებების ეფექტის ბლოკირებას. მისი მოქმედების ლოკალიზაციის ადგილებია:
���) მ-ქოლინირეცეპტორები
���) ჩონჩხის კუნთების საბოლოო ფირფიტა
���) სიმპათიკური და პარასიმპათიკური განგლიები
���) ნერვული ტერმინალი
5. ატროპინით მოწამვლის სადიაგნოსტიკოდ მეტაქოლინის სინჯი გამოიყენება. ინტოქსიკაცია დასტურდება, თუ მეტაქოლინის კანქვეშა ინექციის შემდეგ:
���) ქრება კანის სიწითლე, ოფლიანობა, ცრემლდენა, ნერწყვის დენა და გაძლიერებული პერისტალტიკა
���) მცირდება კუნთების ფიბრილაცია და კუჭის სეკრეცია
���) ადგილი აქვს არტერიული წნევა ძლიერ დაქვეითებას
���) ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ავადმყოფს აღენიშნება ჰალუცინაცია, გულისრევა და მოუსვენრობა
6. ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ყველა განპირობებულია მ-ქოლინორეცეპტორზე აცეტილქოლინის მასტიმულირებელი ზეგავლენით, გარდა:
���) სახის წამოხურება
���) ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
���) ნაწლავების მოტორიკის გაძლიერება
���) არტერიული წნევის მომატება
7. მეტაქოლინის მოქმედების ხანგრძლივობა სჭარბობს აცეტილქოლინისას, ვინაიდან:
���) აცეტილქოლინი შვანის უჯრედში აქტიური ტრანსპორტის მეშვეობით განიცდის ინაქტივაციას
���) აცეტილქოლინი ნერვულ უჯრედში აქტიური ტრანსპორტის მეშვეობით განიცდის ინაქტივაციას
���) აცეტილქოლინის მეტაბოლიზმი, მეტაქოლინთან შედარებით, უფრო სწრაფია
���) აცეტილქოლინი ორგანიზმიდან მეტაქოლინზე სწრაფად გამოიყოფა
8. ჰემიქოლინიუმი ცვლის აცეტილქოლინის მეტაბოლიზმს, ვინაიდან:
���) ხელს უშლის აცეტილქოლინის დაშლას
���) ხელს უშლის აცეტილქოლინის გამოყოფას
���) ხელს უშლის აცეტილქოლინის სინთეზს
���) ხელს უწყობს აცეტილქოლინის გამოყოფას
9. ნ-ქოლინორეცეპტორების ლოკალიზაციის შესახებ ყველა ქვემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია, გარდა:
���) ჩონჩხის კუნთების საბოლოო ფირფიტა
���) სიმპათიკური განგლიები
���) პარასიმპათიკური განგლიები
���) პარასიმპათიკური ნერვის პოსტგანგლიური ბოჭკოს დაბოლოვება
10. აცეტილქოლინის მოქმედება წყდება:
���) მოქმედების ადგილიდან დიფუზიის მეშვეობით
���) დეზამინირების გზით
���) პლაზმის პროტეინებზე დროებითი ადსორბციით
���) ჰიდროლიზის მეშვეობით
11. რომელი ორგანო ინერვირდება ვეგეტატური ნერვული სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილით:
���) ელენთა
���) საშვილოსნო
���) შარდის ბუშტი
���) თვალის ფერადი გარსი
12. ატროპინი წარმოადგენს:
���) ნახევრადსინთეზურ ნაერთს
���) ალკალოიდს
���) სტეროიდს
���) ამინომჟავას ნაწარმს
13. ატროპინთან შედარებით, სკოპოლამინი, უკეთესად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს:
���) სწორია
���) არ არის სწორი
14.პეპტიური წყლულის ატროპინით მონოთერაპია არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან:
���) ატროპინი აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას, მაგრამ არ ცვლის HH+ იონების კონცენტრაციას
���) ატროპინით მონოთერაპია ზრდის წყლულის წარმოშობის რისკს
���) ატროპინით მონოთერაპია მის მეტად მაღალ დოზებში მიღებას საჭიროებს
���) იგი ახანგრძლივებს კუჭის შიგთავსის ევაკუაციის დროს
15. ატროპინი იწვევს:
���) მიდრიაზს, თვალშიდა წნევის მომატებას და აკომოდაციის დამბლას
���) მიდრიაზს, თვალშიდა წნევის დაქვეითებას და აკომოდაციის სპაზმს
���) მიოზს, თვალშიდა წნევის მომატებას და აკომოდაციის დამბლას
���) მიოზს, თვალშიდა წნევის დაქვეითებას და აკომოდაციის სპაზმს
16. ატროპინით გამოწვეული მიდრიაზი განსხვავდება სიმპათომიმეტური საშუალებების მიღებით გამოწვეული მიდრიაზისაგან, ვინაიდან:
���) სიმპათომიმეტური საშუალებები იწვევენ მიდრიაზს და აკომოდაციის დამბლას
���) სიმპათომიმეტური საშუალებები იწვევენ ციკლოპლეგიას მიდრიაზის გარეშე
���) ატროპინი იწვევს მიდრიაზს ციკლოპლეგიით
���) ატროპინი იწვევს მიდრიაზს ციკლოპლეგიის გარეშე
17. პარასიმპათომიმეტური საშუალებები იწვევენ:
���) მიოზს, ბრადიკარდიასა და ბრონქოდილატაციას
���) მიდრიაზს, ბრადიკარდიასა და ბრონქოსპაზმს
���) მიოზს, ბრადიკარდიასა და ბრონქოსპაზმს
���) მიოზს, ტაქიკარდიასა და ბრონქოსპაზმს
18. აცეტილქოლინი თერაპიული მიზნებისათვის არ გამოიყენება, ვინაიდან:
���) ძალზე ტოქსიკურია
���) ეფექტის მისაღწევად საჭიროებს ძალზე მაღალი დოზით გამოყენებას
���) ძალზე სწრაფად ჰიდროლიზდება
���) ძალზე ძვირია
19. ქოლინომიმეტურ საშუალება მეტაქოლინს ახასიათებს:
���) აცეტილქოლინთან შედარებით უფრო სწრაფად მეტაბოლიზდება
���) აცეტილქოლინთან შედარებით უფრო ნელა მეტაბოლიზდება
���) აცეტილქოლინთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია
���) აცეტილქოლინითან შედარებიღ მეტად ტოქსიკურია
20. ქოლინის ეთერი კარბაქოლინი, მეტაქოლინთან შედარებით, უფრო მეტი სიძლიერითა და მოქმედების ხანგძლივობით ხასიათდება
���) სწორია
���) არ არის სწორი
21. კარბაქოლინი შარდისა და ნაღვლის ბუშტის სტიმულაციისათვის გამოიყენება, მეტაქოლინი კი კარდიალური ეფექტებისათვის
���) სწორია
���) არ არის სწორი
22. აცეტილქოლინი დოზით 20-60 მგ/წთ იწვევს სისხლის წნევის მცირედ გამოხატულ დაქვეითებას (ან საერთოდ არ ცვლის მას), ვინაიდან:
���) აცეტილქოლინი სწაფად ჰიდროლიზდება
���) კარდიოვასკულური კომპენსატორული რეფლექსის გამო
���) ნ-ქოლინორეცეპტორების აგზნებით განპირობებული სიმპათო-ადრენალური სისტემის აქტივაციის გამო
���) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო
���) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო
23. ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ატროპინის გამოყენება კატეგორიულად უკუნაჩვენებია:
���) სწორია
���) არ არის სწორი
24. ახალგაზრდებში ატროპინის მაღალი დოზის გამოყენება იწვევს ტაქიკარდიას, ხოლო ჩვილ ბავშვებსა და ხანდაზმულებში კი იგი გულის რითმს არ ახშირებს, ვინაიდან:
���) ამ ასაკოვან ჯგუფებში გულის რითმი ისედაც ხშირია
���) ჩვილებსა და ხანდაზმულებში მისი მეტაბოლიზმი სწრაფია
���) ამ ასაკოვან ჯგუფებში ვაგალური ტონუსი მაღალია
���) ამ ასაკოვან ჯგუფებში ვაგალური ტონუსი დაბალია
25. ატროპინის სპაზმოლიზური მოქმედება:
���) მაქსიმალურია ურეთრაზე, საშუალოა სანაღვლე გზებსა და მცირეა საშვილოსნოზე
���) მაქსიმალურია საშვილოსნოზე, საშუალო _ ურეთრაზე და მცირე სანაღვლე გზებზე
���) მაქსიმალურია სანაღვლე გზებზე, საშუალო _ საშვილოსნოზე და მცირე ურეთრაზე
���) ყველა გლუვკუნთოვან მუსკულატურაზე მისი გავლენა თანაბარია
26. ატროპინი იწვევს სეკრეციის დაქვეითებას:
���) მაქსიმალურად _ რძის, საშუალოდ _ ცრემლის და მცირედ ოფლის
���) მაქსიმალურად ოფლის, საშუალოდ ცრემლის და მცირედ რძის
���) მაქსიმალურად ცრემლის, საშუალოდ რძის და მცირედ ოფლის
���) ყველა ჯირკვლის სეკრეციას ერთნაირად ამცირებს
27. ატროპინით მოწამვლისას სედაციის მიზნით არ შეიძლება ფენოთიაზინების გამოყენება:
���) სწორია
���) არ არის სწორი
28. ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს გააჩნია ყველაზე ძლიერად გამოხატული ნიკოტინის მაგვარი მოქმედება:
���) აცეტილქოლინი
���) კარბაქოლინი
���) მეტაქოლინი
���) ბეტანექოლინი
���) ყველას თანაბარად აქვთ გამოხატული
29. ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აცეტილქოლინისა და მეტაქოლინის ეფექტები ძლიერდება, ვინაიდან:
���) აცეტილქოლინისა და მეტაქოლინის ჰიდროლიზში ქოლინესთერაზა მონაწილეობს
���) ანტიქოლინესთერაზული საშუალებები, აცეტილქოლინი და მეტაქოლინი ერთსა და იმავე რეცეპტორებზე მოქმედებენ
���) ორივე მიზეზი სწორია
���) არცერთი მიზეზი არ არის სწორი
{"name":"���ეორე შუალედური", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. ატროპინი ხელს უშლის ქოლინომიმეტური საშუალებების მოქმედებას სხვადასხვა სისტემაზე, გარდა:, 2. ატროპინი გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის გაძლიერებული მოტორიკისა და სეკრეციის დასათრგუნად. Aამ შემთხვევაში მკურნალობის არასასურველ გვერდით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:, 3. ანტიმუსკარინული საშუალების, ატროპინის, ჭარბი დოზით გამოყენებისას ადგილი აქვს ყველა ქვემოთჩამოთვლილი ეფექტს, გარდა:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}