5 თავი

1. არამატერიალურ აქტივებს მიეკუთვნება:
ა) საწარმოს საორგანიზაციო ხარჯები
ბ) საწარმოს თანამშრომელთა ინტელექტუალური და პროფესიული უნარები
გ) საწარმოში წარმოქმნილი გუდვილი
დ) ინტელექტუალური საკუთრებით სარგებლობის უფლება
2. არამატერიალური აქტივების პირვანდელი ღირებულება წარმოადგენს:
ა) წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში შეტანილი არამატერიალური აქტივების ღირებულების ნაწილს
ბ) საბალანსო ღირებულებას
გ) არამატერიალური აქტივების შეძენის დანახარჯებს, გადახდილი დაბრუნებადი გადასახადების გარეშე
დ) არამატერიალური აქტივების შეძენის დანახარჯებს გადახდილი დაბრუნებადი გადასახადების ჩათვლით
3. არამატერიალური აქტივები ძირითადი საშუალებებისაგან განსხვავდება:
ა) მაღალი ღირებულებით
ბ) გამოყენების ვადის ხანგრძლივობით
გ) მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის არარსებობით
დ) წარმოებულ პროდუქციაზე ღირებულების გადატანის წესით
4. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება არამატერიალურ აქტივებს
ა) მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლება
ბ) კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამების გამოყენების უფლება
გ) სავაჭრო არეალის გამოყენების უფლება
დ) საწარმოში წარმოქმნილი გუდვილი
5. არამატერიალური აქტივი თავდაპირველად შეფასდება:
ა) თვითღირებულებით
ბ) დღევანდელი ღირებულებით
გ) საბალანსო ღირებულებით
დ) ამორტიზებადი ღირებულებით
6. საავტორო და საპატენტო უფლებებით რეგულირდება
ა) გამოგონებები, სასარგებლო მოდელები, სავაჭრო ნიშნები, ვებსაიტები,
სცენური დადგმების, მუსიკალური ნაწარმოებების, ვიდეო და აუდიო მა-სალების შექმნა
ბ) იმპორტის, წარმოებისა და გადამუშავების, საეთერო მაუწყებლობის უფ-ლებები
გ) კინოფილმების ჩვენებისა და ტირაჟირების უფლება, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების წარმოების უფლება
დ) ფონოგრამების წარმოება და თარგმნა
7. ლიცენზიებით, ფრანშიზით და მოწმობებით რეგულირდება:
ა) გამოგონებები და მეცნიერული აღმოჩენები
ბ) სელექციური მიღწევები, ნოუ-ჰაუ
გ)იმპორტის, წარმოებისა და გადამუშავების უფლება, ლიტერატურისა და
ხელოვნების ნაწარმოებების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების წარმოება და
თარგმნა
დ) სცენური დადგმებისა და მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა
8. არამატერიალური ქონებრივი უფლებების მიზანია:
ა) მის მფლობელს შეუქმნას მატერიალური სარგებელი, ან მიანიჭოს უფლება
მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე
ბ) შექმნას მატერიალური და არამატერიალური ქონება
გ) გაზარდოს გაყიდვებისა და სარეკლამო კამპანიების ეფექტურობა
დ) გაზარდოს მფლობელის საქონლისა და მომსახურების ღირებულება
9. ვებსაიტი წარმოადგენს:
ა) საავტორო უფლებების ობიექტს, რომელიც კომპაქტდისკზეა ასახული
ბ) იურიდიულ დოკუმენტაციას საწარმოს დაფუძნების შესახებ
გ) კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამის ნაირსახეობას
დ) ელექტრონულ-ციფრული ინფორმაციის, საავტორო და სხვა მომიჯნავე
უფლებების ერთობლიობას, რომელზეც დაშვება ინტერნეტის ქსელის მეშვეობით ხდება
10. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს არამატერალურ აქტივს:
ა) რეგისტრირებული პატენტი
ბ) შეძენილი სავაჭრო მარკა
გ) ფულის გადახდით შეძენილი კომპიუტერული პროგრამა
დ) საწარმოში შექმნილი საქმიანი რეპუტაცია
11. არამატერიალურ აქტივებს წარმოადგენს:
ა) მიმდინარე აქტივები
ბ) ძირითადი საშუალებები
გ) ლიცენზია, კონცესია, პატენტი, გუდვილი და სხვა
დ) ფულადი საშუალებები
12. აქტივი აკმაყოფილებს არამატერიალური აქტივის განმარტების იდენტიფიცირებადობის კრიტერიუმებს, როდესაც:
ა) განცალკევებადია ან წარმოიქმნება სახელშეკრულებო ან სხვა იურიდიული უფლებებით
ბ) აქტივს არ აქვს ფიზიკური ფორმა
გ) აქტივი შეიძლება საიმედოდ შეფასდეს
დ) როდესაც საწარმოსათვის მოაქვს ეკონომიკური სარგებელი
13. არამატერიალური აქტივის აღიარების ერთ-ერთი კრიტერიუმია:
ა) გამოყენების ვადა განუსაზღვრელია
ბ) შესაძლებელია აქტივის თვითღირებულების საიმედოდ შეფასება
გ) მხოლოდ ინტელექტუალური საკუთრებაა
დ) ფიზიკური ფორმა არ გააჩნია
0
{"name":"5 თავი", "url":"https://www.quiz-maker.com/QHGA2RYK7","txt":"1. არამატერიალურ აქტივებს მიეკუთვნება:, 2. არამატერიალური აქტივების პირვანდელი ღირებულება წარმოადგენს:, 3. არამატერიალური აქტივები ძირითადი საშუალებებისაგან განსხვავდება:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Make your own Survey
- it's free to start.