���ეუ 6 ვარიანტი ტესტები

1. ექსპორტის სუბსიდია. ვაჭრობის პოლიტიკის შედეგები: შეჯამება. რომელი დებულება არაა სწორი. ექსპორტის სუბსიდიის შედეგად:
1) მწარმოებლის ნამეტი - იზრდება;
2) მომხმარებლის ნამეტი - მცირდება;
3) სახელმწიფო შემოსავალი - იზრდება;
4) საერთო ეროვნული კეთილდღეობა - მცირდება.
2. ახალგაზრდა დარგის დაცვის არგუმენტიდან გამომდინარე ბევრმა ნაკლებად განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას რაც გულისხმობს:
1) სამამულო დარგების შექმნას ამ დარგების ტარიფებითა და იმპორტის კვოტებით დაცვის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა წარმოების განვითარების კუთხით, მან ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. ბევრი ეკონომისტი ახლა ძალიან დადებითადაა განწყობილი იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის შედეგების მიმართ და ამტკიცებს, რომ მან ხელი შეუწყო წარმოების განვითარებას;
2) სამამულო დარგების შექმნას ამ დარგების ტარიფებითა და იმპორტის კვოტებით დაცვის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკა წარმატებული აღმოჩნდა წარმოების განვითარების კუთხით, მან ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიმართულებით მოსალოდნელი შედეგი ვერ მოიტანა. ბევრი ეკონომისტი ახლა ძალიან კრიტიკულადაა განწყობილი იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის შედეგების მიმართ და ამტკიცებს, რომ მან ხელი შეუწყო არაეფექტიანი, მაღალი დანახარჯების მქონე წარმოების განვითარებას;
3) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
3. წარმოიდგინეთ, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა აშშ, აწესებს საიმპორტო ტარიფს. შედეგად:
1) ტარიფი გაზრდის საიმპორტო საქონლის ფასს, ხოლო მასზე შეფარდებით მოთხოვნას შეამცირებს;
2) ტარიფი გაზრდის ქვეყნის საექსპორტო საქონლის შეფარდებით მიწოდებას, ხოლო მასზე შეფარდებით მოთხოვნას შეამცირებს;
3) ტარიფი გაზრდის ქვეყნის საიმპორტო საქონლის შეფარდებით მიწოდებას და ასევე, მასზე შეფარდებით მოთხოვნას;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
4. რომელი დებულებაა სწორი. ტარიფის დანახარჯები და სარგებელი:
1) ტარიფი ზრდის საქონლის ფასს ესპორტიორ ქვეყანაში და ამცირებს მას იმპორტიორ ქვეყანაში;
2) ტარიფი ზრდის საქონლის ფასს ექსპორტიორ ქვეყანაში;
3) ტარიფი ფასებზე არ მოქმედებს;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
5. მასშტაბის ეკონომია შეიძლება იყოს:
1) ეროვნული და უცხოური;
2) შიგა და გარე;
3) დადებითი და უარყოფითი;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
6. ჰექშერ-ოლინის მოდელი რიკარდოს შეფარდებითი უპირატესობის მოდელისგან განსხვავდება იმით რომ:
1) არსებობს ორი ქვეყანა;
2) იწარმოება ორი საქონელი;
3) აქვს წარმოების ორი ფაქტორი;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
7. ჰექშერ-ოლინის მოდელის მიხედვით შედარებითი უპირატესობა განპირობებულია:
1) წარმოების სამივე ფაქტორის შეფარდებითი სიჭარბით;
2) წარმოების ტექნოლოგიის შეფარდებითი ინტენსივობით, რითაც წარმოების სხვადასხვა ფაქტორები გამოიყენება სხვადასხვდა საქონლის წარმოებაში;
3) იმ საქონლის ექსპორტის განხორციელებით, რომლის წარმოებაშიც ინტენსიურად გამოიყენება ამ ქვეყნის ჭარბი რესურსი;
4) სწორი პასუხი მოცემული არ არის.
8. ვმო-ის სავაჭრო დავების მოგვარების ორგანო განიხილავს:
1) ნებისმიერ დავას, ვმო-ს შეთანხმებით გათვალისწინებული სავაჭრო ვალდებულებების შესახებ;
2) ნებისმიერ დავას, ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს შორის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით;
3) ნებისმიერ დავას, საერთაშორისო სამართლის უძემდებლური პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
9. რომელი დებულებაა სწორი:
1) რიკარდოს მოდელი, გვიჩენებს, როგორ წარმოშობს ქვეყნებს შორის განსხვავებები ვაჭრობას და ვაჭრობიდან მოგებას. რიკარდოს მოდელში შრომა წარმოების ერთადერთი ფაქტორია და ქვეყნები მხოლოდ ამა თუ იმ დარგში შრომის პროდუქტიულობით განსხვავედებიან;
2) რიკარდოს მოდელი, გვიჩვენებს როგორ წარმოშობს ქვეყნებს შორის განსხვავებები ვაჭრობას და ვაჭრობიდან მოგებას. რიკარდოს მოდელში შრომა და კაპიტალი წარმოების ფაქტორებია და ქვეყნები მხოლოდ ამა თუ იმ დარგში შრომის პროდუქტიულობით განსხვავდებიან;
3) ქვეყანა ფლობს შეფარდებით უპირატესობას კონკრეტული საქონლის წარმოებაში თუ მოცემული საქონლის წარმოების ალტრენატიული დანახარჯი, რომელიც გამოხატულია სხვა საქონლით, ამ ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყანაში;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.

 

საქონელი

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი სამამულო ქვეყანაში

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი

უცხო ქვეყანაში

ვაშლი

1

12

მსხალი

2

20

ბანანი

3

30

მანგო

4

6

ზეთისხილი

5

18

10. სამამულო ქვეყანასა და უცხო ქვეყანაში საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯები მოცემულია ცხრილში. თუ სამამულო ქვეყანაში ხელფასის განაკვეთი 6-ჯერ მეტია, ქვეყნები აწარმოებენ:
1) სამამულო ქვეყანა - ზეთისხილს და მანგოს; უცხო ქვეყანა - ვაშლს, მსხალს და ბანანს;
2) სამამულო ქვეყანა - ვაშლს მსხალს და ბანანს; უცხო ქვეყანა - მანგოს და ზეთისხილს;
3) სამამულო ქვეყანა - მსხალს ბანანს და მანგოს; უცხო ქვეყანა - ვაშლს და ზეთისხილს;
4) სამამულო ქვეყანა - ბანანს, მანგოს და ზეთისხილს; უცხო ქვეყანას - ვაშლს და მსხალს.
{"name":"���ეუ 6 ვარიანტი ტესტები", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. ექსპორტის სუბსიდია. ვაჭრობის პოლიტიკის შედეგები: შეჯამება. რომელი დებულება არაა სწორი. ექსპორტის სუბსიდიის შედეგად:, 2. ახალგაზრდა დარგის დაცვის არგუმენტიდან გამომდინარე ბევრმა ნაკლებად განვითარებულმა ქვეყანამ მიმართა იმპორტშემცვლელი ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკას რაც გულისხმობს:, 3. წარმოიდგინეთ, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა აშშ, აწესებს საიმპორტო ტარიფს. შედეგად:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Make your own Survey
- it's free to start.