���ლუბების დანიშნულება და აქტივობები

���იუთითეთ თქვენი სახელი და გვარი
თქვენ წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ მეორე თემის ციფრული ვერსია „თანამშრომლობა. პარტნიორთა შერჩევის პრინციპები. თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს“.
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო გვარამაძე და ნინო მიწიშვილი. © Project Harmony, Inc., 2015
ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ნინო გვარამაძემ.
ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს.

ინფორმაცია კლუბების დანიშნულებასა და აქტივობებზე
 
კლუბი არის საერთო ინტერესებისა ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბები სხვადასხვა მიმართულების შეიძლება იყოს: სპორტული, მუსიკალური, სამოქალაქო, რელიგიური, საზოგადოებრივი საქმიანობის, საქველმოქმედო საქმიანობის და სხვა. კლუბები უძველესი დროიდან არსებობს. სასკოლო კლუბების დაარსების პრაქტიკა მეტად გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კლუბს უნდა ჰქონდეს სახელი, წესდება, სამოქმედო გეგმა, ჰყავდეს მეურვე. მეურვე უმეტესად მასწავლებელია, რომელიც დახმარებას უწევს კლუბის წევრებს მუშაობაში. ევროპის ბევრ სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის ევროპული კლუბი. ასეთი კლუბი არის ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც. ეს არის ერთად მომუშავე მოსწავლეების გუნდი, რომლის წევრებიც იღრმავებენ ცოდნას ევროპის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ტრადიციებსა და კულტურაში, პოპულარიზაციას უწევენ ამ ცოდნას სკოლასა და ადგილობრივ თემში.
პროექტისგან განსხვავებით, კლუბები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობენ. კლუბი გრძელვადიანი გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მუშაობის ძირითადი მიმართულებები უცვლელი დარჩეს. მაგალითად, საქველმოქმედო კლუბის არსებობა წლების მანძილზეა შესაძლებელი, რადგან ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
აქვე გთავაზობთ საზოგადოებრივი სარგებლობის მომტანი რამდენიმე ხანგრძლივი პროექტის იდეასა და უკვე არსებული კლუბების აქტივობების აღწერას.
სასკოლო სამოქალაქო კლუბი – სსიპ რუსთავის #2 სკოლის სამოქალაქო კლუბი დაარსდა 2010 წელს სიქა-ს (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ხელშეწყობით. მას ხელმძღვანელობენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. კლუბის წევრია მეცხრე და მეათე კლასების 40-მდე მოსწავლე. კლუბი გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებსა და აქტივობებს. მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კლუბმა მოაწყო საღამო, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლაში გურამ გუგენიშვილი. კლუბის წევრები ამჟამად ჩართული არიან სიქას მცირე გრანტების კონკურსში და ამზადებენ პროექტებს.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკულ აკადემიაში 2001 წლიდან არსებობს საქველმოქმედო კლუბი. ამ კლუბის მეურვეა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დღესდღეობით საქველმოქმედო კლუბში 40-მდე წევრია გაერთიანებული. თავიდან სულ რამდენიმე მოსწავლე დადიოდა ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებში, მონასტრებში და მათ ბინადრებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებოდა. მასწავლებელი ფოტოებს იღებდა და მათ ყოველ ორშაბათს სკოლის დერეფანში გამოფენდა. თანდათანობით მეტი მოსწავლე აინტერესდა და კლუბიც გაიზარდა.
მწვანე კლუბი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ მოძებნონ მიწის თავისუფალი ნაკვეთები, შეუთანხმდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და გაამწვანონ ნაკვეთი; ითანამშრომლონ ქალაქის/სოფლის დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებთან (პარკების, ბაღების დაგეგმვა), გაწმინდონ გზები (აირჩიონ გზა ან გზის ნაწილი და მოაწესრიგონ) და ა. შ.
კულტურული მემკვიდრეობის კლუბი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ მოიძიონ მათ სოფელში/ქალაქში/უბანში/მხარეში ისტორიული ძეგლ(ებ)ი, დაასუფთაონ (სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ), მოიძიონ მასზე ინფორმაცია, შექმნან ბუკლეტი ან საიტი; შემოიკრიბონ თანამოაზრეები და ორგანიზაციები, ითანამშრომლონ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიების, გავრცელების და ამ ძეგლებზე ზრუნვის მიზნით. ასეთი კლუბი შექმნილია თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში.
ბავშვთა უფლებების დაცვის კლუბი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ აუხსნან ბავშვებს საკუთარი უფლებები, გამოიკვლიონ ის არასამთავრობო ან სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე. უფლებათა დარღვევის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ბავშვებს, რათა მათ ხმამიაწვდინონ შესაბამის ორგანიზაციებს. მოახდინონ ადამიანური და ორგანიზაციული რესურსების მობილიზება ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად; შესაძლებლობა მისცენ ბავშვებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი უფლებების დაცვაში.
სკოლის რადიოხაზი/ცხელი ხაზი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ სკოლის რადიოხაზის ორგანიზება და წარმართვა. რადიოგადაცემებში შესაძლებელია საუბარი მოსწავლეებისთვის აქტუალურ პრობლემებზე და მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით.
ვზრუნავთ სკოლაზე – სპორტული აღჭურვილობის მოძიება და სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის გაკეთება; ბიბლიოთეკის გამდიდრება და დალაგება; ეზოს მოვლა-პატრონობა; სისუფთავის დაცვა და ა. შ. ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთჯერადი პროექტის, ისე მუდმივმოქმედი კლუბის შექმნის საშუალებით.
წიგნიერების გავრცელება აქტუალური საკითხია დღეს საქართველოში. აქაც შესაძლებელია როგორც ერთჯერადი აქციის გამართვა, ისე გრძელვადიანი პროექტის განხორციელება ან კლუბური მუშაობა რამდენიმე წლით ადრე განსაზღვრული გეგმითა და მიზნებით.
ამ იდეას ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „წიგნის მეგობარი“. პროექტის მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციას. პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ, რის შემდეგაც იმართება დისკუსია წაკითხული მასალის ირგვლივ. ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული.
კერძების საქველმოქმედო ბაზრობა – ამ იდეის განსახორციელებლად, შეგიძლიათ შემდეგი აქტივობები დაგეგმოთ: ეთნიკური სამზარეულოების ნაწარმის კონკურსი და გაყიდვა შერეული ეთნიკური შემადგენლობის სკოლებში, საუკეთესო რეცეპტების გამოვლენა და გაცვლა და ა. შ. ბაზრობიდან შემოსული თანხა შეიძლება მოხმარდეს სკოლებს ან სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.
გავიცნოთ ვინ გვიცავს – მოსწავლეთათვის პოლიციისა და სახანძრო სამსახურის საქმიანობის გაცნობა, პატარებისთვის უსაფრთხოების წესების შესახებ პრეზენტაციების ორგანიზება, სკოლებში საევაკუაციო გეგმების შედგენა და ა. შ. ამგვარი იდეების განხორციელება ერთჯერად პროექტებად არის შესაძლებელი.
გრაფიტი – კედლების შეთეთრება ან წარწერების ჩამორეცხვა, სკოლის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვა.
 
“ახალგაზრდა ევროპელთა” კლუბის წესდება (ნიმუში)
ნაწილი 1
კლუბის მოღვაწეობის მიზნები
§1 „ახალგაზრდა ევროპელთა“ კლუბის მოღვაწეობის მიზნებია:
ა) ევროპის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავება
ბ) დისკუსიები საქართველოს ადგილის შესახებ ევროპაში
გ) მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
§2 კლუბი თავის მიზნებს ახორციელებს სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ.
§3 კლუბი ახორციელებს თავის მიზნებს (რომლებზეც ლაპარაკი იყო 1-ლ პარაგრაფში) შემდეგი მეთოდებით:
ა) სამეცნიერო, საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება: შეხვედრები, მეცადინეობები, სემინარები, წარმოდგენები, საღამოები.
ბ) ევროპის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ მასალების დამოუკიდებლად მოძიება.
გ) დისკუსიები ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და მასში საქართველოს ადგილის შესახებ.
ნაწილი 2
კლუბის წევრობა
§ 4 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე.
§ 5 კლუბის წევრის სტატუსს ანიჭებს კლუბის გამგეობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
§ 6 თუკი კლუბის გამგეობას გააჩნია რამე ეჭვები კლუბის წევრობის მოცემული კანდიდატის შესაბამისობაზე, მაშინ გამგეობას მიღების საკითხი გააქვს საერთო კრებაზე.
§ 7 გამგეობის მიმართვის საფუძველზე საერთო კრებას შეუძლია უარი უთხრას კანდიდატს მიღებაზე, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი, რომლის გამოც მოცემული პიროვნების წევრობა შეიძლება დესტრუქციული აღმოჩნდეს კლუბისათვის.
ნაწილი 3
წევრების უფლებები და მოვალეობები
§ 8 კლუბის ყოველი წევრის უფლებებია:
ა) მონაწილეობის მიღება საერთო კრებაში.
ბ) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება კლუბის ხელმძღვანელობის არჩევნებში.
გ) კლუბის საქმიანობის შესახებ საკუთარი წინადადებების წარდგენა, აქტიური მონაწილეობა დისკუსიებში ამ თემაზე.
კლუბის თითოეული წევრის მოვალეობებში შედის:
ა) წესდების დაცვა;
ბ) აქტიური მონაწილეობა კლუბის ინიციატივებში, დახმარება მათ განხორციელებაში, კლუბის ხელმძღვანელობასა და სხვა წევრებთან შეთანხმებული მოქმედება;
გ) კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილება
ნაწილი 4
კლუბის ხელმძღვანელობა
§ 9 კლუბის ხელმძღვანელობას შეადგენენ:
ა) საერთო კრება
ბ) კლუბის გამგეობა
§ 10 საერთო კრებაში შედის კლუბის ყველა წევრი.
§ 11 საერთო კრება არის კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო და უფლებამოსილია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კლუბის მოღვაწეობას შეეხება.
§ 12 საერთო კრების მოწვევა უნდა მოხდეს მინიმუმ თვეში ერთხელ კლუბის გამგეობის მიერ ან კლუბის წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის სურვილის შემთხვევაში.
§ 13 საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კლუბის წევრთა მინიმუმ ერთი მესამედი.
§ 14 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს უდიდესი უმრავლესობით (ანუ თანახმათა ხმები უნდა აღემატებოდეს ერთად აღებულ წინააღმდეგთა და ნეიტრალურთა ხმებს).
§ 15 კლუბის სამკაციანი გამგეობა ირჩევა ერთი წლით საერთო კრების მიერ სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს თვე-ნახევრისა:
ა) წინა სასწავლო წელს არჩეული გამგეობა იწვევს საერთო კრებას არა უგვიანეს სამი კვირისა სასწავლო წლის დაწყებიდან.
ბ) საერთო კრება თავისი რიგებიდან ირჩევს სამკაციან საარჩევნო კომისიას.
გ) საარჩევნო კომისიაში არ შეიძლება შედიოდნენ გამგეობის ამჟამინდელი წევრები და მომავალი გამგეობის წევრობის კანდიდატები.
დ) საარჩევნო კომისია ადგენს არჩევნების პროცედურას, რომელსაც შემდეგ იწონებს საერთო კრება.
ე) საარჩევნო კომისიას მიმართავენ ის კლუბის წევრები, რომლებსაც სურთ, დარეგისტრირდნენ გამგეობის წევრობის კანდიდატებად, კომისია არეგისტრირებს მათ.
ვ) საერთო კრება ირჩევს გამგეობას ფარული კენჭისყრით.
ზ) საერთო კრების თითოეულმა წევრმა ხმა შეიძლება მიცეს მაქსიმუმ სამ კანდიდატს.
თ) გამგეობის წევრი ხდება სამი ადამიანი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა და ამავდროულად მოიპოვა საერთო კრების წევრთა მთლიანი რაოდენობის მინიმუმ ერთი მეოთხედის მხარდაჭერა.
ი) თუ არჩევნებმა არ გამოავლინა გამგეობის სამივე წევრი, ამ შემთხვევაში ტარდება დამატებითი არჩევნები.
§ 16 კლუბის გამგეობა:
ა) ხელმძღვანელობს კლუბის მიმდინარე საქმიანობას.
ბ) არის კლუბის წარმომადგენელი მის გარეთ.
გ) თავისი წევრებიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას.
დ) იღებს გადაწყვეტილებებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გამგეობის მინიმუმ ორი წევრის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.
§ 17 საერთო კრებამ შეიძლება დაითხოვოს კლუბის გამგეობა ან მისი ცალკეული წევრები კადენციის გასვლამდე ხმათა მინიმუმ ორი მესამედით, ასეთ შემთხვევაში ტარდება ახალი არჩევნები.
ნაწილი 5
კლუბის მეურვე
§ 18 კლუბის მეურვე მხარს უჭერს და ეხმარება მას კლუბის საქმიანობაში. იგი შუამავლის როლს ასრულებს, ერთი მხრივ, კლუბსა და, მეორე მხრივ, სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს შორის.
§ 19 კლუბის მეურვე ირჩევა კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც ურთიერთშორის აწარმოებენ კლუბი, დირექცია და პედკოლექტივი.
ნაწილი 6
საბოლოო გადაწყვეტილებები
§ 20 მოცემული წესდება ძალაშია მას მერე, რაც მის სასარგებლოდ ხმას მისცემს კლუბის წევრთა ორი მესამედი მეურვესთან და სკოლის დირექციასთან კონსულტაციების შემდეგ.
§ 21 ცვლილებები წესდებაში შეიძლება შეიტანოს საერთო კრებამ ხმათა ორი მესამედით, კლუბის მეურვესთან და დირექციასთან კონსულტაციების შემდეგ.
 
ტესტური დავალებები
 
ტესტური დავალებების მიზანია, განვამტკიცოთ სახელმძღვანელოს ამ თავში მოცემული მასალის დამუშავების შედეგად მიღებული ცოდნა. სავარჯიშოების შესრულებისას აირჩიეთ ერთი სწორი პასუხი.
მნიშვნელოვანია, სავარჯიშოს შესრულების შემდეგ განხორციელდეს ტესტის შესრულების პროცესში დაშვებული შეცდომების ანალიზი, ამისათვის საჭიროა დავასაბუთოთ, თუ რატომ აღმოჩნდა ესა თუ ის პასუხი სწორი ან არასწორი.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არგუმენტები ემყარებოდეს ობიექტურ
მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში კი ტესტურ დავალებებთან ერთად მოცემულ თეორიულ მასალას.
შეგახსენებთ, რომ ტესტური დავალებების ძირითადი დანიშნულებაა, უკეთ გავიაზროთ თეორიული მასალა და შევძლოთ მისი დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. ამდენად, ტესტის ავტორების მხრიდან სავარჯიშოებში გამიზნულად არის ჩადებული არასწორი ფორმულირებები, რომლებიც შესაძლოა უფრო ცხოვრებისეული იყოს, მაგრამ არ იყოს თანხვედრაში სამოქალაქო განათლების ღირებულებებთან.

1. რის გამო შეიძლება გაერთიანდნენ მოსწავლეები სამოქალაქო განათლების სასკოლო კლუბში?
���) მოსწონთ პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად;
���) მოსწონთ ერთად მუშაობა;
���) მოსწონთ სასარგებლო საქმის კეთება
���) სამივე შესაძლებელია
2. სასკოლო სამოქალაქო კლუბისთვის არ არის აუცილებელი ჰყავდეს
���) ლიდერი;
���) წევრები;
���) კონსულტანტი;
���) მეურვე
3. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის აუცილებელი კლუბისთვის?
���) სახელი
���) ლოგო
���) სლოგანი
���) წესდება
4. კლუბის წესდებაში არ უდა იყოს
���) კლუბის მიზნები;
���) რა მეთოდებით ახორციელებს კლუბი მიზნებს;
���) განსახორციელებელი პროექტების სახელწოდებები;
���) ვინ შეიძლება იყოს კლუბის წევრი.
5. კლუბის წესდებაში გაწერილი უნდა იყოს:
���) წევრების უფლება-მოვალეობები;
���) მეურვის უფლება-მოვალეობები;
���) კლუბის ხელმძღვანელობის არჩევის წესები;
���) ყველაფერი რაც ჩამონათვალშია.
6. სასკოლო სამოქალაქო კლუბი იქმნება:
���) მხოლოდ კლუბის წევრ მოსწავლეთა სურვილით;
���) კლუბის წევრ მოსწავლეთა სურვილით და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით
���) კლუბის წევრ მოსწავლეთა სურვილით და დირექციის ნებართვით;
���) მასწავლებლის ინიციატივით.
{"name":"���ლუბების დანიშნულება და აქტივობები", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენ წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ მეორე თემის ციფრული ვერსია „თანამშრომლობა. პარტნიორთა შერჩევის პრინციპები. თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს“.მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო გვარამაძე და ნინო მიწიშვილი. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ნინო გვარამაძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., ინფორმაცია კლუბების დანიშნულებასა და აქტივობებზე   კლუბი არის საერთო ინტერესებისა ან მიზნების მქონე ადამიანების ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბები სხვადასხვა მიმართულების შეიძლება იყოს: სპორტული, მუსიკალური, სამოქალაქო, რელიგიური, საზოგადოებრივი საქმიანობის, საქველმოქმედო საქმიანობის და სხვა. კლუბები უძველესი დროიდან არსებობს. სასკოლო კლუბების დაარსების პრაქტიკა მეტად გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კლუბს უნდა ჰქონდეს სახელი, წესდება, სამოქმედო გეგმა, ჰყავდეს მეურვე. მეურვე უმეტესად მასწავლებელია, რომელიც დახმარებას უწევს კლუბის წევრებს მუშაობაში. ევროპის ბევრ სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის ევროპული კლუბი. ასეთი კლუბი არის ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაშიც. ეს არის ერთად მომუშავე მოსწავლეების გუნდი, რომლის წევრებიც იღრმავებენ ცოდნას ევროპის ისტორიაში, გეოგრაფიაში, ტრადიციებსა და კულტურაში, პოპულარიზაციას უწევენ ამ ცოდნას სკოლასა და ადგილობრივ თემში. პროექტისგან განსხვავებით, კლუბები უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას გულისხმობენ. კლუბი გრძელვადიანი გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მუშაობის ძირითადი მიმართულებები უცვლელი დარჩეს. მაგალითად, საქველმოქმედო კლუბის არსებობა წლების მანძილზეა შესაძლებელი, რადგან ჩვენ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. აქვე გთავაზობთ საზოგადოებრივი სარგებლობის მომტანი რამდენიმე ხანგრძლივი პროექტის იდეასა და უკვე არსებული კლუბების აქტივობების აღწერას. სასკოლო სამოქალაქო კლუბი – სსიპ რუსთავის #2 სკოლის სამოქალაქო კლუბი დაარსდა 2010 წელს სიქა-ს (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) ხელშეწყობით. მას ხელმძღვანელობენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები. კლუბის წევრია მეცხრე და მეათე კლასების 40-მდე მოსწავლე. კლუბი გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებსა და აქტივობებს. მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, კლუბმა მოაწყო საღამო, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და ესაუბრა მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლაში გურამ გუგენიშვილი. კლუბის წევრები ამჟამად ჩართული არიან სიქას მცირე გრანტების კონკურსში და ამზადებენ პროექტებს. გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკულ აკადემიაში 2001 წლიდან არსებობს საქველმოქმედო კლუბი. ამ კლუბის მეურვეა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. დღესდღეობით საქველმოქმედო კლუბში 40-მდე წევრია გაერთიანებული. თავიდან სულ რამდენიმე მოსწავლე დადიოდა ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებში, მონასტრებში და მათ ბინადრებს ყოველდღიურ საქმიანობაში ეხმარებოდა. მასწავლებელი ფოტოებს იღებდა და მათ ყოველ ორშაბათს სკოლის დერეფანში გამოფენდა. თანდათანობით მეტი მოსწავლე აინტერესდა და კლუბიც გაიზარდა. მწვანე კლუბი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ მოძებნონ მიწის თავისუფალი ნაკვეთები, შეუთანხმდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და გაამწვანონ ნაკვეთი; ითანამშრომლონ ქალაქის\/სოფლის დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლებთან (პარკების, ბაღების დაგეგმვა), გაწმინდონ გზები (აირჩიონ გზა ან გზის ნაწილი და მოაწესრიგონ) და ა. შ. კულტურული მემკვიდრეობის კლუბი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ მოიძიონ მათ სოფელში\/ქალაქში\/უბანში\/მხარეში ისტორიული ძეგლ(ებ)ი, დაასუფთაონ (სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ), მოიძიონ მასზე ინფორმაცია, შექმნან ბუკლეტი ან საიტი; შემოიკრიბონ თანამოაზრეები და ორგანიზაციები, ითანამშრომლონ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიების, გავრცელების და ამ ძეგლებზე ზრუნვის მიზნით. ასეთი კლუბი შექმნილია თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში. ბავშვთა უფლებების დაცვის კლუბი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ აუხსნან ბავშვებს საკუთარი უფლებები, გამოიკვლიონ ის არასამთავრობო ან სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე. უფლებათა დარღვევის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ბავშვებს, რათა მათ ხმამიაწვდინონ შესაბამის ორგანიზაციებს. მოახდინონ ადამიანური და ორგანიზაციული რესურსების მობილიზება ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად; შესაძლებლობა მისცენ ბავშვებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საკუთარი უფლებების დაცვაში. სკოლის რადიოხაზი\/ცხელი ხაზი – ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ სკოლის რადიოხაზის ორგანიზება და წარმართვა. რადიოგადაცემებში შესაძლებელია საუბარი მოსწავლეებისთვის აქტუალურ პრობლემებზე და მოსწავლეების მიერ განხორციელებულ პროექტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით. ვზრუნავთ სკოლაზე – სპორტული აღჭურვილობის მოძიება და სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა, სპორტული მოედნის გაკეთება; ბიბლიოთეკის გამდიდრება და დალაგება; ეზოს მოვლა-პატრონობა; სისუფთავის დაცვა და ა. შ. ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთჯერადი პროექტის, ისე მუდმივმოქმედი კლუბის შექმნის საშუალებით. წიგნიერების გავრცელება აქტუალური საკითხია დღეს საქართველოში. აქაც შესაძლებელია როგორც ერთჯერადი აქციის გამართვა, ისე გრძელვადიანი პროექტის განხორციელება ან კლუბური მუშაობა რამდენიმე წლით ადრე განსაზღვრული გეგმითა და მიზნებით. ამ იდეას ეხმიანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „წიგნის მეგობარი“. პროექტის მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერებისა და კითხვის პოპულარიზაციას. პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ, რის შემდეგაც იმართება დისკუსია წაკითხული მასალის ირგვლივ. ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული. კერძების საქველმოქმედო ბაზრობა – ამ იდეის განსახორციელებლად, შეგიძლიათ შემდეგი აქტივობები დაგეგმოთ: ეთნიკური სამზარეულოების ნაწარმის კონკურსი და გაყიდვა შერეული ეთნიკური შემადგენლობის სკოლებში, საუკეთესო რეცეპტების გამოვლენა და გაცვლა და ა. შ. ბაზრობიდან შემოსული თანხა შეიძლება მოხმარდეს სკოლებს ან სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. გავიცნოთ ვინ გვიცავს – მოსწავლეთათვის პოლიციისა და სახანძრო სამსახურის საქმიანობის გაცნობა, პატარებისთვის უსაფრთხოების წესების შესახებ პრეზენტაციების ორგანიზება, სკოლებში საევაკუაციო გეგმების შედგენა და ა. შ. ამგვარი იდეების განხორციელება ერთჯერად პროექტებად არის შესაძლებელი. გრაფიტი – კედლების შეთეთრება ან წარწერების ჩამორეცხვა, სკოლის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნვა.   “ახალგაზრდა ევროპელთა” კლუბის წესდება (ნიმუში) ნაწილი 1 კლუბის მოღვაწეობის მიზნები §1 „ახალგაზრდა ევროპელთა“ კლუბის მოღვაწეობის მიზნებია: ა) ევროპის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავება ბ) დისკუსიები საქართველოს ადგილის შესახებ ევროპაში გ) მოსწავლეების აქტიურად ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში §2 კლუბი თავის მიზნებს ახორციელებს სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ. §3 კლუბი ახორციელებს თავის მიზნებს (რომლებზეც ლაპარაკი იყო 1-ლ პარაგრაფში) შემდეგი მეთოდებით: ა) სამეცნიერო, საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება: შეხვედრები, მეცადინეობები, სემინარები, წარმოდგენები, საღამოები. ბ) ევროპის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ მასალების დამოუკიდებლად მოძიება. გ) დისკუსიები ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და მასში საქართველოს ადგილის შესახებ. ნაწილი 2 კლუბის წევრობა § 4 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე. § 5 კლუბის წევრის სტატუსს ანიჭებს კლუბის გამგეობა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. § 6 თუკი კლუბის გამგეობას გააჩნია რამე ეჭვები კლუბის წევრობის მოცემული კანდიდატის შესაბამისობაზე, მაშინ გამგეობას მიღების საკითხი გააქვს საერთო კრებაზე. § 7 გამგეობის მიმართვის საფუძველზე საერთო კრებას შეუძლია უარი უთხრას კანდიდატს მიღებაზე, თუ არსებობს დასაბუთებული მიზეზი, რომლის გამოც მოცემული პიროვნების წევრობა შეიძლება დესტრუქციული აღმოჩნდეს კლუბისათვის. ნაწილი 3 წევრების უფლებები და მოვალეობები § 8 კლუბის ყოველი წევრის უფლებებია: ა) მონაწილეობის მიღება საერთო კრებაში. ბ) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება კლუბის ხელმძღვანელობის არჩევნებში. გ) კლუბის საქმიანობის შესახებ საკუთარი წინადადებების წარდგენა, აქტიური მონაწილეობა დისკუსიებში ამ თემაზე. კლუბის თითოეული წევრის მოვალეობებში შედის: ა) წესდების დაცვა; ბ) აქტიური მონაწილეობა კლუბის ინიციატივებში, დახმარება მათ განხორციელებაში, კლუბის ხელმძღვანელობასა და სხვა წევრებთან შეთანხმებული მოქმედება; გ) კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებებისადმი დამორჩილება ნაწილი 4 კლუბის ხელმძღვანელობა § 9 კლუბის ხელმძღვანელობას შეადგენენ: ა) საერთო კრება ბ) კლუბის გამგეობა § 10 საერთო კრებაში შედის კლუბის ყველა წევრი. § 11 საერთო კრება არის კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო და უფლებამოსილია, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კლუბის მოღვაწეობას შეეხება. § 12 საერთო კრების მოწვევა უნდა მოხდეს მინიმუმ თვეში ერთხელ კლუბის გამგეობის მიერ ან კლუბის წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის სურვილის შემთხვევაში. § 13 საერთო კრება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ შემთხვევაში, თუ მას ესწრება კლუბის წევრთა მინიმუმ ერთი მესამედი. § 14 საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს უდიდესი უმრავლესობით (ანუ თანახმათა ხმები უნდა აღემატებოდეს ერთად აღებულ წინააღმდეგთა და ნეიტრალურთა ხმებს). § 15 კლუბის სამკაციანი გამგეობა ირჩევა ერთი წლით საერთო კრების მიერ სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს თვე-ნახევრისა: ა) წინა სასწავლო წელს არჩეული გამგეობა იწვევს საერთო კრებას არა უგვიანეს სამი კვირისა სასწავლო წლის დაწყებიდან. ბ) საერთო კრება თავისი რიგებიდან ირჩევს სამკაციან საარჩევნო კომისიას. გ) საარჩევნო კომისიაში არ შეიძლება შედიოდნენ გამგეობის ამჟამინდელი წევრები და მომავალი გამგეობის წევრობის კანდიდატები. დ) საარჩევნო კომისია ადგენს არჩევნების პროცედურას, რომელსაც შემდეგ იწონებს საერთო კრება. ე) საარჩევნო კომისიას მიმართავენ ის კლუბის წევრები, რომლებსაც სურთ, დარეგისტრირდნენ გამგეობის წევრობის კანდიდატებად, კომისია არეგისტრირებს მათ. ვ) საერთო კრება ირჩევს გამგეობას ფარული კენჭისყრით. ზ) საერთო კრების თითოეულმა წევრმა ხმა შეიძლება მიცეს მაქსიმუმ სამ კანდიდატს. თ) გამგეობის წევრი ხდება სამი ადამიანი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა და ამავდროულად მოიპოვა საერთო კრების წევრთა მთლიანი რაოდენობის მინიმუმ ერთი მეოთხედის მხარდაჭერა. ი) თუ არჩევნებმა არ გამოავლინა გამგეობის სამივე წევრი, ამ შემთხვევაში ტარდება დამატებითი არჩევნები. § 16 კლუბის გამგეობა: ა) ხელმძღვანელობს კლუბის მიმდინარე საქმიანობას. ბ) არის კლუბის წარმომადგენელი მის გარეთ. გ) თავისი წევრებიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს გამგეობის საქმიანობას. დ) იღებს გადაწყვეტილებებს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გამგეობის მინიმუმ ორი წევრის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში. § 17 საერთო კრებამ შეიძლება დაითხოვოს კლუბის გამგეობა ან მისი ცალკეული წევრები კადენციის გასვლამდე ხმათა მინიმუმ ორი მესამედით, ასეთ შემთხვევაში ტარდება ახალი არჩევნები. ნაწილი 5 კლუბის მეურვე § 18 კლუბის მეურვე მხარს უჭერს და ეხმარება მას კლუბის საქმიანობაში. იგი შუამავლის როლს ასრულებს, ერთი მხრივ, კლუბსა და, მეორე მხრივ, სკოლის დირექციასა და პედკოლექტივს შორის. § 19 კლუბის მეურვე ირჩევა კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც ურთიერთშორის აწარმოებენ კლუბი, დირექცია და პედკოლექტივი. ნაწილი 6 საბოლოო გადაწყვეტილებები § 20 მოცემული წესდება ძალაშია მას მერე, რაც მის სასარგებლოდ ხმას მისცემს კლუბის წევრთა ორი მესამედი მეურვესთან და სკოლის დირექციასთან კონსულტაციების შემდეგ. § 21 ცვლილებები წესდებაში შეიძლება შეიტანოს საერთო კრებამ ხმათა ორი მესამედით, კლუბის მეურვესთან და დირექციასთან კონსულტაციების შემდეგ.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Make your own Survey
- it's free to start.