7

1.საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივებისის ნაწილი, რომელიც რჩება:
ა) ყველა გრძელვადიანი ვალდებულების დაფარვის შემდეგ
ბ) ყველა ვალდებულების დაფარვის შემდეგ
გ) ყველა მიმდინარე ვალდებულების დაფარვის შემდეგ
დ) საგადასახადო ვალდებულების დაფარვის შემდეგ
2. საკუთარი კაპიტალი იყოფა შემდეგ ძირითად სტრუქტურულ ელემენტებად:
ა) გრძელვადიანი აქტივების გადაფასების რეზერვი
ბ) გაუნაწილებელი მოგება და საემისიო კაპიტალი
გ) განთავსებული კაპიტალი, საემისიო კაპიტალი,რეზერვები
დ) საემისიო კაპიტალი და რეზერვები
3.საკუთარი კაპიტალის მთლიანი საბალანსო ღირებულება არის:
ა) აღიარებული აქტივების საბალანსო ღირებულებების ჯამსა და აღიარებული ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების ჯამს შორის სხვაობა
ბ) აღიარებული გრძელვადიანი აქტივების საბალანსო ღირებულებების ჯამსა და აღიარებული ვალდებულების საბალანსო ღირებულებების ჯამს შორის სხვაობა
გ) აღიარებული მიმდინარე აქტივების საბალანსო ღირებულებების ჯამსა და აღიარებული ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების ჯამს შორის სხვაობა
დ) აღიარებული აქტივების საბალანსო ღირებულებების ჯამსა და აღიარებული მიმდინარე ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების ჯამს შორის სხვაობა
4. საკუთარი კაპიტალი შედგება:
ა) განთავსებული და საემისიო კაპიტალისგან
ბ) ავანსირებული და საემისიო კაპიტალისგან
გ) საემისიო და რეინვესტირებული კაპიტალისგან
დ) ავანსირებული და რეინვესტირებული კაპიტალისგან
5. ავანსირებული კაპიტალი ახასიათებს:
ა) სააქციო საზოგადოებაში მესაკუთრეთა ფულადი სახსრების სიდიდეს
ბ) სააქციო საზოგადოების გაუნაწილებელი მოგების სიდიდეს
გ) სააქციო საზოგადოებაში მესაკუთრეთა მიერ დაბანდებულ სხვადასხვა რესურსებს
დ) სააქციო საზოგადოების გრძელვადიანი აქტივების სიდიდეს
6. რეინვესტირებული კაპიტალი არის:
ა) სააქციო საზოგადოებაში მესაკუთრეთა მიერ დაბანდებული სხვადასხვა რესურსები
ბ) საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში გამომუშავებული წმინდა მოგების ხარჯზე შექმნილი რეზერვები
გ) სააქციო საზოგადოებაში მესაკუთრეთა მიერ დაბანდებული ფულადი სახსრები
დ) გაუნაწილებელი მოგება და საემისიო კაპიტალი
7. რეინვესტირებულ კაპიტალს მიეკუთვნება:
ა) საწარმოს აქტივების ის ნაწილი,რომელიც რჩება ყველა საგადასახადო ვალდებულების გამოკლების შემდეგ
ბ) ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების გადაფასების რეზერვი
გ) სააქციო საზოგადოებაში მესაკუთრეთა მიერ დაბანდებული ფულადი რესურსები
დ) გაუნაწილებელი მოგება და წმინდა მოგების ხარჯზე შექმნილი რეზერვები
8. სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საქმიანობა, რომლის კაპიტალი:
ა) დაყოფილია აქციებად
ბ) დაყოფილია მიმდინარე და გრძელვადიან აქტივებად
გ) შედგება გაუნაწილებელი მოგებისა და რეზერვებისგან
დ) შედგება სააქციო საზოგადოების მესაკუთრეთა მიერ დაბანდებული ფულადი რესურსებისაგან
9. აქცია არის:
ა) რეგისტრირებული, მატერიალიზებული,სახელობითი ფასიანი ქაღალდი,რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოებაში კაპიტალში პირის მონაწილეობას
ბ) რეგისტრირებული,დემატერიალიზებული,სახელობითი ფასიანი ქაღალდი,რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას
გ) სახელობითინ ფასიანი ქაღალდი, რომელიც გვიჩვენებს სააქციო საზოგადოების კაპიტალის სიდიდეს
დ) მატერიალიზებული,სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას
10. აქცია არის წილობრივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც:
ა) ადასტურებს მესაკუთრის წილს საწარმოში და განსაზღვრავს აქციონერის უფლებათა მასშტაბს სააქციო საზოგადოებაში
ბ) ადასტურებს მენეჯმენტის წილს საწარმოში
გ) განსაზღვრავს აქციონერის უფლებათა მასშტაბს სააქციო საზოგადოებაში
დ) განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას
11. აქციების გამოშვებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება:
ა) საქართველოს კანონით „ მეწარმეთა სესახებ“
ბ) საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ და კანონით „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
გ) საქართველოს კანონით „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით
12. ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზება ხდება:
ა) საქართველოს კანონით „ მეწარმეთა შესახებ“
ბ) კანონით „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დ) ემისიის პროსპექტის საშუალებით
13. ემისიის პროსპექტი არის:
ა) შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით
ბ) შეტყობინება ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით
გ) წერილობითი შეტყობინება ან შეტყობინება ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით ფასიანი ქაღალდის გასაყიდად შეთავაზების შესახებ
დ) შეტყობინება მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით
14. აქციის ნომინალური ღირბულება არის:
ა) აქციის საემისიო ფასი
ბ) კომპანიის წმინდა აქტივების წილი ერთ აქციაზე
გ) აქციის სამართლიანი ღირებულება
���) fasi, რომელიც ასახავს კომპანიის საწესდებო კაპიტალის წილს აქციაზე
15. გამოცხადებული ფასი გამოიყენება მაშინ როდესაც, აქციები:
ა) გამოშვებულია ნომინალური ღირებულების გარეშე
ბ) გამოშვებულია ნომინალური ღირებულებით
გ) გამოშვებულია ოფციონით
დ) გამოშვებულია ბონუსური ემისიით
16. აქციის ემისიის ფასი:
ა) მეტია ან ტოლია მის ნომინალურ ღირებულებაზე
ბ) მეტია მის ნომინალურ ღირებულებაზე
გ) ტოლია მისი ნომინალური ღირებულების
დ) მეტია მის სამართლიან ღირებულებაზე
17. აქციის საინვესტიციო ღირებულება არის ფასი:
ა) რომლითაც ფასიანი ქაღალდი უნდა გაიყიდოს საფონდო ბაზარზე
ბ) რომლითაც ფასიანი ქარალდი უნდა გაიყიდოს საფონდო ბაზარზე მისი მახასიათებლების შესაბამისად
გ) რომელიც მეტია ან ტოლია მის ნომინალურ ღირებულებაზე
დ) რომელსაც ადგენს აქციონერთა კრება
18. სააქციო საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს:
ა) მართვის მონისტური სისტემა
ბ) მართვის დუალისტური სისტემა
გ) მართვის დუალისტური ან მონისტური სისტემა
დ) ხელმძღვანელი ორგანო და ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო
19. ნებადართული აქციები წარმოადგენს:
ა) სადამფუძნებლო შეთნხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალურ რაოდენობას
ბ) სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ აქციათა რაოდენობას
გ) სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და დადგენილი წესით აქციათა რეესტრში რეგსტრირებულ აქციებს
დ) რეგისტრირებული მესაკუთრეების საკუთრებაში არსებულ აქციებს
20. გამოშვებული აქციები ეწოდება:
ა) ნებადართულ აქციათა იმ ოდენობას,რომელიც სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა,როგორც ოდენობა, რომელიც ექვემდებარება განთავსებასა და გადახდას
ბ) სააქციო საზოგადოების მიერ გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და დადგენილი წესით აქციათა რეესტრში რეგისტრირებულ აქციებს
გ) სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალურ რაოდენობას
დ) ნებადართულ აქციათა იმ ოდენობა, რომელიც სააქციო საზოგადოების უფლებამოსლი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა
21. განთავსებულ აქციებად მიიჩნევა აქციები:
ა) რომლებიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით
ბ) რომელიც სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა, როგორც ოდენობა, რომელიც ექვემდებარება განთავსებასა და გადახდას
გ) რომლის რაოდენობა განსაზღვრულია საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით
დ) რომლებიც გაცემულია სააქციო საზოგადოების მიერ სხვა პირისთვის გარკვეული თანხის ან სხვა საზღაურის გადახდის პირობით და დადგენილი წესით რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში
22. განთავსებული კაპიტალი უნდა:
ა) აღემატებოდეს განთავსებული წლების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს
ბ) იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი
გ) იყოს გამოსაშვებად ნებადართული აქციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი
დ) იყოს გამოშვებული აქციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამზე ნაკლები
23. სააქციო საზოგადოებას აქვს ნებადართული 30 000 ჩვეულებრივი აქცია ნომინალური ღირებულებით 10 ლარი. 1 იანვარს საზოგადოებამ განათავსა მხოლოდ 15 000 აქცია ნომინალური ღირებულებით 10 ლარი.აქციების განთავსება ნომინალური ღირებულებით აისახება გატარებით:
���) დებეტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 150 000 კრედიტი- 5110 ჩვეულებრივი აქციები 150 000
���) დებეტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 300 000  კრედიტი-5110 ჩვეულებრივი აქციები 300 000
���) დებეტი-1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 300 000  კრედიტი-5110 ჩვეულებრივი აქციები 150 000  კრედიტი- 5140 საემისიო კაპიტალი 150 000
���) დებეტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 150 000  კრედიტი-5140 საემისიო კაპიტალი 150 000
24.სააქციო საზოგდოებამ 130 000 ლარად შეფასებულ სატვირთო ავტომობილში გადაიხადა 25 ლარის ნომინალური ღირებულების 3 800 ცალი აქცია. აქციების განთავსება ძირითად საშუალებებზე გაცვლით აისახება გატარებით:
ა) დებეტი-2180 სატრანსპორტო საშუალებები 130 000 კრედიტი-5110 ჩვეულებრივი აქციები 13 000
ბ) დებეტი-1110 ნაღდი ფული ეროვნული ვალუტით 130 000 კრედიტი-5110 ჩვეულებრივი აქციები 95 000 კრედიტი- 5140 საემისიო კაპიტალი 35 000
გ) დებეტი-2180 სატრანსპორტო საშუალებები 130 000 კრედიტი-5110 ჩვეულებრივი აქციები 95 000 კრედიტი-5140 საემისო კაპიტალი 35 000
დ) დებეტი- 1490 სხვა მოკლევადიანი მოთხოვნები 130 000 კრედიტი-5110 ჩვეულებრივი აქციები 95 000 კრედიტი- 5140 საემისიო კაპიტალი
25. სააქციო საზოგადოებას ბრუნვაში აქვს 6 ლარის ნომინალური ღირებულების 500 000 ცალი აქცია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქციის დანაწევრების შესახებ ორ ნაწილად.აქციების დანაწევრების შემდეგ, ბრუნვაში არსებული აქციების რაოდენობა შეადგენს( ცალი):
ა) 500 000
ბ) 1 000 000
გ) 3 000 000
დ) 250 000
26.სააქციო საზოგადოებას ბრუნვაში აქვს 4 ლარის ნომინალური ღირებულების 600 000 ცალი აქცია,მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქციის დანაწევრების შესახებ ორ ნაწილად.აქციების დანაწევრების შემდეგ, ბრუნვაში არსებული ჩვეულებრივი აქციები შეადგენს:
ა) 2 400 000
ბ) 1 200 000
გ) 600 000
დ) 300 00
27. სააქციო საზოგადოებას ბრუნვაში აქვს 4 ლარის ნომინალური ღირებულების 600 000 ცალი აქცია, საემისიო კაპიტალი შეადგენს 100 000 ლარს, მოგება- 200 000 ლარს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აქციების დანაწევრების შესახებ ორ ნაწილად. აქციების დანაწევრების შემდეგ სააქციო საზოგადოების საკუთარი კაპიტალი შეადგენს:
ა) 2 400 000
ბ) 2 700 000
გ) 900 000
დ) 1 400 000
28. აქციებზე ხელმოწერა არის:
ა) ხელშეკრულება სააქციო საზოგადოების აქციების განვადებით შესყიდვის შესახებ
ბ) აქციების პირველადი ემისია
გ) ხელშეკრულება დამატებითი აქციების გამოშვების შესახებ
დ) აქციების გამოშვება ოფციონით
29.აქციებზე ხელმოწერის დროს:
ა) თავდაპირველი სენატანი საჭირო არაა
ბ) თავდაპირველი შენატანი საჭიროა
გ) სავალდებულოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნახევრის შეტანა
დ) თავდაპირველი შენატანის სიდიდე განსაზღვრულია ხელშეკრულებით
30. აქციებზე ხელმოწერის ხელშეკრულება თავდაპირველად აღიარდება:
ა) მოთხოვნად და კაპიტალად-„ აქციები ხელმოწერით“
ბ) მოთხოვნად და გაუნაწილებელ მოგებად
გ) მოთხოვნად და საემისიო კაპიტალად
დ) მოთხოვნად და ვალდებულებად
31. აქციების ბონუსური ემისია ითვალისწინებს:
ა) უფასო გამოშვებას
ბ) გამოშვებას შეღავათიან ფასად
გ) გამოშვებას სამართლიანი ღირებულებით
დ) გამოშვებას ნომინალურ ღირებულებაზე მაღალ ფასად
32. აქციების ბონუსური ემისიის მიზანია:
აქციების ბრუნვის გაზრდა მისი სამართლიანი ღირებულების შემცირებით
უფასო აქციების გამოშვება აქციონერებისთვის დივიდენდების სახით იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ სურს ან არ შეუძლია დივიდენდების დაღდი ფულით გადახდა
აქციონერთა რიცხვის შემცირება
აქციების ბრუნვის შემცირება მისი სამართლიანი ღირებულების შემცირებით
33. აქციების ბონუსური ემისია ხდება:
ა) სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტალის გარდაქმნით
ბ) გაუნაწილებელი მოგების გამოყენებით
გ) სააქციო საზოგადოების სარეზერვო კაპიტლის გარდაქმნით და გაუნაწილებელი მოგების გამოყენებით
დ) მხოლოდ წლის წმინდა მოგების გამოყენებით
34. დივიდენდების დაფინანსების წყაროა:
ა) საანგარიშგებო პერიოდის შემოსავლები
ბ) გაუნაწილებელი მოგება
გ) საემისიო კაპიტალი
დ) სპეციალურად შექმნილი რეზერვი
35. დივიდენდების გადახდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:
ა) სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო
ბ) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო
გ) აქციონერთა საერთო კრება
დ) სააქციო საზოგადოების შიდა აუდიტის სამსახური
36. დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დრო არის:
ა) დივიდენდის გადახდის ოფიციალური გამოცხადების თარიღი
ბ) სააქციო საზოგადოების წესდებით განსაზღვრული კონკრეტული თარიღი
გ) ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გამოცხადებული თარიღი
დ) სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დივიდენდების გადახდის ოფიციალური გამოცხადების თარიღი
37. დივიდენდების გამოცხადება აისახება გატარებით:
ა) დებეტი-5310 გაუნაწილებელი მოგება კრედიტი-3420 გადასახდელი დივიდენდები
ბ) დებეტი-5310 გაუნაწილებელი მოგება კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
გ) დებეტი-3420 გადასახდელი დივიდენდები კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
დ) დებეტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში კრედიტი-3420 გადასახდელი დივიდენდები
38. დივიდენდებიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავება აისახება გატარებით:
ა) დებეტი-1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში კრედიტი-3420 გადასახდელი დივიდენდები
ბ) დებეტი-3420 გადასახდელი დივიდენდები კრედიტი- 3320 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი
გ) დებეტი- 3420 გადასახდელი დივიდენდები კრედიტი-1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
დ) დებეტი-5310 გაუნაწილებელი მოგება კრედიტი-3320 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი
39. რა ინფორმაცია არ აისახება საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგებაში:
ა) სარეზერვო კაპიტალის შესახებ
ბ) გრძელვადიანი აქტივების გადაფასების შედეგების შესახებ
გ) მომავალი პერიოდის ხარჯების რეზერვების შესახებ
დ) დარიცხული დივიდენდის შესახებ
{"name":"7", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1.საკუთარი კაპიტალი არის საწარმოს აქტივებისის ნაწილი, რომელიც რჩება:, 2. საკუთარი კაპიტალი იყოფა შემდეგ ძირითად სტრუქტურულ ელემენტებად:, 3.საკუთარი კაპიტალის მთლიანი საბალანსო ღირებულება არის:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Make your own Survey
- it's free to start.