თავი 8.1
1. შემოსავალი არის:
ა) აქტივების და კაპიტალის ზრდა, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან
ბ) აქტივებისა და ვალდებულებების ზრდა, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან
გ) აქტივების ზრდა ან ვალდებულებების შემცირება, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან
დ) აქტივების ზრდა და კაპიტალის შემცირება, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის ზრდას, რომელიც დაკავშირებული არაა მფლობელთა მიერ საკუთარ კაპიტალში განხორციელებულ დამატებით შენატანებთან
2. ამონაგები არის შემოსავალი, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს:
ა) საოპერაციო და საფინანსო საქმიანობის პროცესში
ბ) ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში
გ) საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობის პროცესში
დ) საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობის პროცესში
3. სავაჭრო და მომსახურების კომპანიების საოპერაციო შემოსავალია:
ა) შემოსავალი საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან
ბ) დივიდენდები და საპროცენტო შემოსავლები
გ) შემოსავალი როიალტიდან
დ) შემოსულობა ძირითადი საშუალებების აფასებიდან
4. საოპერაციო შემოსავალი არ არის:
ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საპროცენტო შემოსავალი
ბ) საინვესტიციო კომპანიის შემოსავალი დივიდენდებიდან
გ) სუპერმარკეტის შემოსავალი ქონების გაქირავებიდან
დ) სპორტკომპლექსის შემოსავალი მომსახურებიდან
5. კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე კომპანიების არასაოპერაციო შემოსავალია1) ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 2) შემოსავალი კომპიუტერების გაყიდვიდან 3) ძველი ავტომანქანის ჯართად ჩაბარებიდან მიღებული შემოსავალი 4) შემოსავალი დივიდენდებიდან
ა) მე-2, მე-3, მე-4
ბ) 1-ლი, მე-4
გ) მე-2, მე-3
დ) 1-ლი, მე-3, მე-4
6. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არასაოპერაციო შემოსავალი არ არის
ა) ძველი კომპიუტერის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი
ბ) ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი
გ) შემოსავალი დივიდენდებიდან
დ) საპროცენტო შემოსავალი
7. სამშენებლო კომპანიისათვის უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით მიღებული მოგება არის:
ა) საოპერაციო შემოსავალი
ბ) არასოპერაციო შემოსავალი
გ) განსაკუთრებული შემოსავალი
დ) შემოსულობა
8. შემოსულობა ამონაგებისაგან განსხვავდება იმით, რომ მისი აღიარებით:
ა) არ ხდება ფულადი ნაკადების გამომუშავება
ბ) ხდება ფულადი ნაკადების გამომუშავება
გ) იზრდება არასაოპერაციო შემოსავალი
დ) იზრდება საოპერაციო შემოსავალი
9. შემოსულობა არის:
ა) როიალტი
ბ) მიღებული დივიდენდები
გ) ძირითადი საშუალებების აფასებით მიღებული მოგება
დ) მიღებული პროცენტები
10. სავაჭრო კომპანიისათვის ინვესტიციების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არის:
ა) არასაოპერაციო შემოსავალი
ბ) განსაკუთრებული შემოსავალი
გ) შემოსულობა
დ) საოპერაციო შემოსავალი
11. საწარმომ ნებისმიერი უპირობო უფლება ანაზღაურებაზე უნდა ასახოს,როგორც:
ა) შემოსავალი
ბ) ხარჯი
გ) მოთხოვნა
დ) ვალდებულება
12. სახელშეკრულებო აქტივი არის უფლება ანაზღაურებაზე:
ა) რომელიც ჯერ არ არის უპირობო
ბ) რომელიც უპირობოა
გ) რომლის წარმოქმნა მოსალოდნელია
დ) რომლის საიმედოდ შეფასება შეუძლებელია
13. სახელშეკრულებო აქტივი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საწარმომ მომხმარებელს მიაწოდა საქონელი ან გაუწია მომსახურება, მაგრამ:
ა) არ აქვს მიღებული ანაზღაურება
ბ) არ აქვს მოპოვებული უპირობო უფლება ანაზღაურებაზე
გ) უკვე მოიპოვა უფლება ანაზღაურებაზე
დ) ანაზღაურების მიღება გადავადებულია
14. მოთხოვნა ანაზღაურებაზე ვიდრე არ გახდება უპირობო, აღიარდება:
ა) სახელშეკრულებო ვალდებულება
ბ) სახელშეკრულებო აქტივი
გ) გადავადებული შემოსავალი
დ) გადავადებული მოთხოვნა
15. სახელშეკრულებო ვალდებულება არის საწარმოს ვალდებულება, მომხმარებელს გადასცეს საქონელი ან მომსახურება:
ა) ანაზღაურების მიღებამდე
ბ) ანაზღაურების მიღების შემდეგ
გ) მომხმარებელთან ხელშეკრულების დადებისთანავე
დ) რისთვისაც საწარმომ მომხმარებლისგან მიიღო ანაზღაურება ან რომლის ანაზღაურების გადახდის ვადა დამდგარია
16. მომხმარებლისათვის ფულის დაბრუნების ვალდებულება არის:
ა) პირობითი ვალდებულება
ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებ
გ) გადავადებული ვალდებულება
დ) გადავადებული შემოსავალი
17. ხელშეკრულება არის შეთანხმება ორ ან რამდენიმე მხარეს შორის,რომელიც:
ა) წარმოქმნის იურიდიული ძალის მქონე უფლებებსა და ვალდებულებებს
ბ) განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს
გ) ადასტურებს ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებებს
დ) წერილობით ადასტურებს მხარეთა შორის დადებულ გარიგებას
18. მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების იდენტიფიცირების კრიტერიუმია:1) მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმება2) მხარეების უფლებების და ვალდებულებების იდენტიფიკაცია3) ხელშეკრულების კომერციული შინაარსი და ანაზღაურების მიღების უფ- ლება) გადახდის პირობების იდენტიფიციკაცია
ა) 1-ლი და მე-4
ბ) 1-ლი, მე-2, მე-3
გ) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4
დ) მე-2, მე-3, მე-4
19. საწარმო აფორმებს გარიგებას M კომპანიისათვის 10,000 ლარის ღირებულების X და Y საქონლის მიწოდებაზე. გარიგების ხელშეკრულებად იდენტიფიცირებისათვის საჭიროა შემდეგი ინფორმაციის დამატება:1) საქონლის მიწოდების ვადების2) გადახდის პირობების3) ანგარიშსწორების ფორმების4) მყიდველის და გამყიდველის დირექტორების გვარების5) შესაძლო ფასდათმობების შესახებ
ა) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4
ბ) 1-ლი, მე-2, მე-3
გ) 1-ლი, მე-2, მე-4, მე-5
დ) მე-3, მე-4, მე-5
20. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განსხვავებული საქონლის ან მომსახურების მიწოდების შეთანხმება იდენტიფიცირდება:
ა) ერთ ვალდებულებად
ბ) განსხვავებულ ვალდებულებად, ფასს 15-ით განსაზღვრული გამონაკლისების შემთხვევებში
გ) განსხვავებულ ვალდებულებად საქონლის მიწოდების ან მომსახურებისგაწევის არსებითი მოცულობის შემთხვევაში
დ) განსხვავებულ ვალდებულებად
21. საწარმომ ერთსა და იმავე მომხმარებელთან ერთდროულად, ან თითქმის ერთსა და იმავე დროს გაფორმებული ორი ან რამდენიმე ხელშეკრულება უნდა გააერთიანოს და აღრიცხოს, როგორც ერთი ხელშეკრულება, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთი მაინც:
1) ხელშეკრულებებზე მოლაპარაკება წარმოებს, როგორც ერთი კომერცი-ული მიზნის პაკეტზე
2) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია სხვა ხელშეკრულების ფასზე ან შესრულებაზე
3) ხელშეკრულების მიხედვით დაპირებული საქონელი ან მომსახურებაერთი შესასრულებელი ვალდებულების ნაწილია
4) ხელშეკრულების ანაზღაურება საიმედოდ შეფასებულია და გაწერილიაშესრულების ვადების მიხედვით
22. მომხმარებლისთვის გადასაცემი საქონელი ან მომსახურება იმ შემთხვევაშ მიიჩნევა განსხვავებულად,როცა1) შესაძლებელია საქონლის ან მომსახურების გამოცალკევება 2) საქონლის ან მომსახურების გადაცემის დაპირება განსხვავებულია3) განსაზღვრულია ანაზღაურების ღირებულება4) განსაზღვრულია ანაზღაურების პირობები
ა) 1-ლი, მე-2
ბ) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4
გ) 1-ლი, მე-2, მე-3
დ) მე-2, მე-3, მე-4
23. ერთსა და იმავე მომხმარებელთან ერთდროულად გაფორმებული ორიან რამდენიმე ხელშეკრულება ერთიანდება ერთ ხელშეკრულებაში, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი კრიტერიუმი: 1) ხელშეკრულებებზე მოლაპარაკება წარმოებს, როგორც ერთი კომერცი ული მიზნის პაკეტზე2) საქონელი ან მომსახურება ერთი შესასრულებელი ვალდებულების ნაწი-ლია3) ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთგვაროვან საქონელს/მომსახურებას 4) მისაწოდებელი საქონლის/მომსახურების ფასები ერთნაირია
ა) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4
ბ) 1-ლი, მე-2, მე-3
გ) მე-2, მე-3, მე-4
დ) 1-ლი, მე-2
24. ხელშეკრულების პირობებში ცვლილებები ექვემდებარება ცალკე ხელშეკრულებად იდენტიფიკაციას, თუ დამატებითი საქონელი ან მომსახუ-რება:1) განსხვავებულია2) ასახავს განცალკევებით ფასებს3) ხელშეკრულებებზე მოლაპარაკება ” წარმოებს, როგორც ორი კომერციული მიზნის პაკეტზე4) არ არის განსხვავებული და არ ასახავს განცალკევებით ფასებს
ა) 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4
ბ) 1-ლი, მე-2, მე-3
გ) 1-ლი, მე-2
დ) მე-2, მე-3, მე-4
25. სასწავლო უნივერსიტეტმა დადო ხელშეკრულება ფიზიკის კვლევით ინსტიტუტთან უნივერსიტეტის გამოსაშვები კურსის სტუდენტების ერთწლიანი სტაჟირების შესახებ. უნივერსიტეტი მომდევნო წელს ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციის ორგანიზების ვალდებულებას იღებს ეს ხელშეკრულება არის:
ა) კომერციული შინაარსის ხელშეკრულება
ბ) გარიგება თანამშრომლობის შესახებ
გ) სააგენტო მომსახურების შეთანხმება
დ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (შეთანხმება)
26. ხელშეკრულების პირობების თანახმად, საწარმო ყიდის საქონლის 100 ერთეულს 25,000 ლარად (ერთეულს 250 ლარად). საქონელი იყიდება კონკრეტული დროიდან ოთხი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც სა- არმომ მიაწოდა საქონლის 50 ერთეული, მხარეთა შეთანხმებით შეიცვა-ლა ხელშეკრულება – დაემატა განსხვავებული საქონლის 150 ერთეული, რომლის გასაყიდი ფასი იქნება 280 ლარი, რაც შეესაბამება ამ საქონ-ლის განცალკევებით ფასს.საწარმო აღიარებს შემოსავალს:
ა) თავდაპირველი ხელშეკრულებით 25,000 ლარს (100 ერთეული × 250 ლარი); ცალკე ხელშეკრულებით 42,000 ლარს (150 ერთეული × 280 ლარი)
ბ) ცალკე ხელშეკრულებით 42,000 ლარს (150 ერთეული × 280 ლარი)
გ) თავდაპირველი ხელშეკრულებით 56,000 ლარს (50 × 280 ლარი) + (150 × 280 ლარი)
დ) ახალი ხელშეკრულებით 67,000 ლარს [(100 ერთეული × 250 ლარი) + (150 ერთეული × 280 ლარი)]
27. ხელშეკრულების პირობების თანახმად, საწარმო ყიდის საქონლის 100 ერთეულს,ერთეულის ფასია 100 ლარი. საქონელი იყიდება კონკრეტული დროიდან ოთხი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც საწარმომ მიაწოდა, საქონლის 30 ერთეული, მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა ხელშეკრულება. საქონლის რაოდენობა გაიზარდა 50 ერთეულით, რომლის ერთეულის გა- საყიდი ფასია 65 ლარი, ხოლო განცალკევებითი ფასია – 75 ლარი.ახალ და დარჩენილ წინა პარტიიდან მისაწოდებელ საქონელზე მყიდველი იღებს 10%-იან ფასდათმობას.საწარმო აღიარებს შემოსავალს:
1) თავდაპირველი ხელშეკრულებით (შეწყვეტამდე) 3,000 ლარი (30 ერთეული × 100 ლარი)
2) ახალი ხელშეკრულებით წინა პარტიიდან 6,300 ლარი (70 ერთეული × 100 ლარი × 90 %)
3) ახალი ხელშეკრულებით ახალი პარტიიდან 2,925 ლარი (50 ერთეული ×65 ლარი × 90 %)
4) ახალი მოდიფიცირებული ხელშეკრულებით 7,020 ლარი ( 120 ერთეული × 65 ლარი) × 90 %]
28. ხელშეკრულების არც ერთი ნაწილი შესრულებული არ არის, თუ: 1) საწარმოს მომხმარებლისთვის ჯერ არა აქვს გადაცემული დაპირებული საქონელი ან მომსახურება2) საწარმოს, დაპირებული საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ, ჯერ არ მიუღია ანაზღაურება და არც ანაზღაურების მიღების უფლება არ მოუპოვებია3) ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დაპირებული საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ ავანსის მიღებას
ა) 1-ლი და მე-2
ბ) 1-ლი და მე-3
გ) მე-2
დ) 1-ლი, მე-2 და მე-3
29. მწარმოებელმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება დამკვეთთან ჩარხის მიწოდებასა და ორი წლის განმავლობაში ტექნიკურ მომსახურებაზე.ხელშეკრულება ითვალისწინებს:1) ერთნაირი საქონლის მიწოდებას2) განსხვავებული საქონელისა და მომსახურების მიწოდებას3) ერთნაირი მომსახურების მიწოდებას
1
2
1,3
3
30. ხელშეკრულების ვალდებულებებად დაყოფის კრიტერიუმებია საქონლის და მომსახურების:
ა) ანგარიშსწორების ფორმები
ბ) მიწოდების პირობები
გ) განსხვავებულობა
დ) გასაყიდი ფასები
31. მისაწოდებელი ცალკეული საქონელი ან მომსახურება აღიარდება ცალკე ვალდებულებად, როდესაც საქონელი ან მომსახურება არის:
ა) განსხვავებული
ბ) ურთიერთდაკავშირებული
გ) ურთიერთჩანაცვლებადი
დ) განსხვავებული გასაყიდი ფასების
32. მომხმარებლისთვის დაპირებული საქონელი ან მომსახურება იმ შემთხვევაში მიიჩნევა განსხვავებულად, თუ დაკმაყოფილებულია ქვემოთ ჩა- მოთვლილი კრიტერიუმები:1) შესაძლებელია განსხვავებული დაპირების საიმედოდ შეფასება2) მომხმარებლის მიერ საქონლიდან ან მომსახურებიდან სარგებლის მიღე- ბის ალბათობა მაღალია3) მომხმარებელს საქონლიდან ან მომსახურებიდან სარგებლის მიღება შეუძლია განცალკევებით4) საქონლის ან მომსახურების გადაცემის დაპირება განსხვავებულია ხელ- შეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობებისგან
1)1,2
2)1,2,4
3)1,2,3
4)3,4
33. ხელშეკრულების ტიპიური მუხლები, რომელთა იდენტიფიკაცია ცალ-ცალკე ვალდებულებად შესაძლებელია, არის:1) მომავალ გაყიდვებზე გასაცემი ფასდათმობა2) გარანტიები3) მომავალში მოწყობილობის ტექნიკურ-პროფილაქტიკური მომსახურება4) დარიცხული ბონუს ქულები
1)1,2,3,4
1,2
1,2,4
3,4
34. მომხმარებელთა ერთგულების (ლოიალობის) პროგრამით დაგროვი-ლი ქულებით მომავალში უფასოდ ან ნაწილობრივი გადახდით საქონ-ლის შეძენის უფლებით წარმოიქმნება:
ა) მიმდინარე პერიოდებში საქონლის მიწოდების ვალდებულება
ბ) საგარანტიო მომსახურების ანარიცხები
გ) მომავალში მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების გაწევის ვალდებუ- ლება
დ) მომავალ პერიოდებში საქონლის მიწოდების ვალდებულება
35. მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ანაზღაურებით წარმოიქმნება საქონლის მიწოდების:
ა) ერთი ვალდებულება – მომავალი პერიოდის
ბ) ერთი ვალდებულება – მიმდინარე პერიოდის
გ) ორი ვალდებულება – მიმდინარე და მომავალი პერიოდის
დ) ორი ვალდებულება – საქონლის და ბონუსის მიწოდების
36. როდესაც მომხმარებელს გარანტიის ცალკე შეძენის უფლება აქვს, ასეთი გარანტია მიიჩნევა:
ა) გადავადებულ შემოსავლად
ბ) მომავალი პერიოდის ხარჯად
გ) ვალდებულებად
დ) მიმდინარე პერიოდის ხარჯად
37. ხელშეკრულებით მომავალში გასაწევი ტექნიკური მომსახურების ვალდებულება მიეკუთვნება:
ა) მომავალ პერიოდებს და აღიარდება მომსახურების გაწევის მიხედვით
ბ) მთლიანად მიმდინარე პერიოდს
გ) მომავალ პერიოდებს და აღიარდება ხელშეკრულების დასრულებისას
დ) მომავალ პერიოდს, თუ შესაძლებელია მისი ცალკე იდენტიფიკაცია
38. აფთიაქს მიმდინარე პერიოდში 400,500 ლარის გაყიდვებზე დარიცხული აქვს 7,300 ლარის ტოლი ბონუსური ქულები. წარსული გამოცდილებით მომხმარებელთა 80% ახდენს ქულების განაღდებას.მიმდინარე პერიოდის შემოსავალი არის (ლარი):
400000
5840
394733
394660
39. გარიგების ფასი არის ანაზღაურების ის ოდენობა:
ა) რომლის მიღების უფლებას საწარმო მოიპოვებს მომხმარებლისთვის და- პირებული საქონლის ან მომსახურების გადაცემის სანაცვლოდ
ბ) რომელიც ასახულია მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში
გ) რომელიც ეკუთვნის საწარმოს მომხმარებლისათვის მისაწოდებელი საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ
დ) რომლის მიღება შესაძლებელია მომხმარებლისათვის მისაწოდებელი საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ
40. მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაპირებული ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:
ა) ფიქსირებულ თანხებს
ბ)ცვალებად თანხებს
გ)ფიქსირებულ და ცვალებად თანხებს
დ)ფიქსირებულ,ცვალებად,დისკონტირებულ
{"name":"თავი 8.1", "url":"https://www.quiz-maker.com/QUGATKYK7","txt":"1. შემოსავალი არის:, 2. ამონაგები არის შემოსავალი, რომელიც წარმოიქმნება საწარმოს:, 3. სავაჭრო და მომსახურების კომპანიების საოპერაციო შემოსავალია:","img":"https://www.poll-maker.com/3012/images/ogquiz.png?sz=1200-00000000001000005300"}
Make your own Survey
- it's free to start.
- it's free to start.